საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრების წევრმა, ანასტასია გუბანოვამ პეკინის ოლიმპიადაზე მოკლე და თავისუფალ პროგრამაში ჯამში 200.98 ქულა დააგროვა და გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა.
გამოსვლის დასრულების შემდეგ, გუბანოვამ რუსულ მედიასთან ისაუბრა.
“ეს გამოსვლა დედაჩემს ეძღვნება იმ შრომისთვის, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მეხმარებოდა. წარმოუდგენელი ემოციები მაქვს, ძალიან მიხარია, რომ ჩემი პროგრამა 100%-ით შევასრულე. ბოლოს ვიტირე, რადგან ჩემთვის წარმატებული ოლიმპიადა გამოდგა.
ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო რუსეთი, მაგრამ აქ ძალიან მეგობრული და კარგად შეკრული ფედერაციისა და საქართველოს ნაკრების წყალობით მოხვდი. იმ ყველაფერისთვის მადლობელი ვარ, რასაც ისინი ჩემთვის აკეთებენ. ახლა ორი დღე დავისვენებ და შემდეგ უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოვემზადები”, – განაცხადა გუბანოვამ.






