19 წლის მოციგურავემ ანასტასია გურბანოვამ საქართველოს სახელით Golden spin of Zagreb-ის შეჯიბრზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოციგურავემ ზემოდხსენებულ ტურნირზე 184.29-ით საუკეთესო მაჩვენებლი დააფიქსირა და კუთვნილი ოქროს მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა საქართველოს სახელით სხვადასხვა შეჯიბრებებზე ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.
გურბანოვას აღნიშნულ ტურნირზე 2018 წელს ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული, თუმცა მან ეს მედალი რუსეთის ნაკრების სახელით მოიპოვა.



