პეკინში მიმდინარე ზამთრის 24-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოციგავე, საბა ქუმარიტაშვილი მეორედ დაეშვა და 1:00.146 წუთი აჩვენა. 21 წლის სპორტსმენი ლიდერს, გერმანელ იონაჰეს ლუდვიგს +5.856 წამით ჩამორჩა.
საბამ მხოლოდ იაპონელ, სამხრეთკორეელ და ბოსნიელ სპროტსმენებს აჯობა.
ქართველმა მოციგავემ ორი დაშვების შემდეგ 34 მონაწილეს შორის 31 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ საბა ქუმარიტაშვილი 2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია.








