იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 81 კილოგრამში მოასპარეზე გიორგი შერაზადიშვილმა მეორე ოქროს მედალი მოუპოვა. 20 წლის სპორტსმენმა ფინალში რუსი მეტოქე ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალამდე დიდი გზა გაირა. გიორგიმ პირველ წრეში დაისვენა, მეორე ეტაპზე მექსიკელი მეტოქე იპონით დაამარცხა, 1/8-ში ბოსნიელ მეტოქეს მარტივად სძლია, 1/4-ში ყაზახი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ მეტოქეს ულამაზესი იპონით სძლია.
მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები საერთო ჩათვლა ში 2 ოქროს მედლით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, მამაკაცთა ჩათვლას კი ქართველები ერთპიროვნულად ლიდერობენ.
ხვალ საქართველოს სახელით 4 ძიუდოისტი გამოვა, 100 კილოგრამში ოქროს ილია სულამანიძე და ირაკლი ჯაფარიძე შეუტევენ, მძიმე წონაში კი ირაკლი დემეტრაშვილი და საბა ინანეიშვილი გამოვლენ.





