პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე, ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, გიორგი ტერაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მძიმე წონაში მოასპარეზე, ირაკლი დემეტრაშვილმა გიორგის მსგავსად, ტურნირის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ნიკა ხარაზიშვილმა და გიორგი შერაზადიშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საბოლოო ჯამში, 2 ვერცხლისა და ამავე რაოდენობის ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ შეჯიბრებაში, მამაკაცთა ჩათვლაში მე-6 ადგილი დაიკავა.








