IJF-მა ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საერთაშორისო რეიტინგი განაახლა.
მამაკაცთა ჩათვლას 6657 ქულით 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი ლიდერობს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ნიკოლოზ შერაზადიშვილის პირველობა ლაშა ბექაურმა წაართვა. 73 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილი პირველ ადგილზე იმყოფება.
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ, გიორგი სარდალაშვილი (60) 47-ე პოზიციას იკავებს, შაქრო შათირიშვილი (60) კი 97-ეა. გიორგი შერაზადიშვილი (81) რეიტინგში 48-ე პოზიციაზე იმყოფება, ილია სულამანიძე (100) კი მე-9 ადგილს იკავებს. საბა ინანეიშვილი (+100) 31-ე ადგილზე დაწინაურდა.
შეგახსნებთ, რომ ძიუდოს შემდეგი გაჩერება პარიზის გრანდ სლემი იქნება, სადაც საქართველოს სახელით 5 ძიუდოისტი იასპარეზებს.





