იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოსტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი შერაზადიშვილმა უკრაინელი მეტოქე დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა და საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი გაუნაღდა.
გიორგიმ პირველ წრეში დაისვენა, მეორე ეტაპზე მექსიკელი მეტოქე იპონით დაამარცხა, 1/8-ში ბოსნიელ მეტოქეს მარტივად სძლია, 1/4-ში ყაზახი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ მეტოქეს ულამაზესი იპონით სძლია.
დღეს საქართველოს სახელით ასევე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილმა და ლაშა მღებრიშვილმა იპასრეზეს, თუმცა ახალგაზრდა სპორტსმენები შეჯიბრს მალევე გამოეთიშნენ.
მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები 1 ოქროს მედლით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა ვიმედოვნებთ რომ დღეს გიორგი შერაზადიშვილი ოქროს მედალს მოიპოვებს და საქართველოს ნაკრებს საერთო ჩათვლაში დააწინაურებს.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება. გიორგი შერაზადიშვილის მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელ და რუს სპორტსმენებს შორის გაირკვევა.








