რუსეთის პრემიერ-ლიგის TOP 5 დრიბლიორში ორი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მოხვდნენ.
ხვიჩას ცუდად არ უთამაშია თავის ყოფილ გუნდთან, “ლოკომოტივთან” ფრედ დასრულებულ შეხვედრაში. ზურიკო დავითაშვილი კი საუკეთესო ფორმაში იმყოფება. ტულის “არსენალმა” “ზენიტს” 2:1 მოუგო. ამ მატჩში ზურიკომ გოლი გაიტანა და საკმაოდ შედეგიანად ითამაშა.
რუსულმა “ჩემპიონატმა” კვარაცხელიასა და დავითაშვილს შესაბამისად, 6.5 და 7.5 ქულები დაუწერა.
whoscored-ის მიხედვით, კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო -8.1 ქულით, დავითაშვილმა კი “ზენიტთან” 7.5 ქულა მიიღო.
რუსეთის ჩემპიონატში დრიბლიორთა შორის მეორე ადგილზე ყაზანის “რუბინის” 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიაა.
მე-5 პოზიციაზეა ტულის “არსენალის” შემტევი ზურიკო დავითაშვილი. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერ ლიგაში საშუალოდ 2 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებს.





