რუმინეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მირელ რადოიმ ამხანაგური შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
რუმინელები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. 2 ივნისს ჯერ საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებენ, 6 ივნისს კი ინგლისს ესტუმრებიან.
მირელ რადოის არჩევანი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ფლორინ ნიცე (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), იონუჟ რადუ (მილანის ინტერი, იტალია).
მცველები: იონუი ნედელჩარუ (აეკ-ი ათენი, საბერძნეთი), ვლად ჩირიჩეში (სასუოლო, იტალია), კრისტი განია (არისი სალონიკი, საბერძნეთი), ადრიან რუსი (ფეჰერვარი, უნგრეთი, 5/0).
ნახევარმცველები: რაზვან მარინი (კალიარი. იტალია), ნიკოლაე სტანჩუ (სლავია პრაღა, ჩეხეთი), იანის ჰაჯი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია), ალექსანდრუ მაქსიმი (გაზიანტეპი, თურქეთი), ალექსანდრუ ბალუცე (პუშკაშის აკადემია, უნგრეთი), ერიკ ბიკფალვი (ურალი, რუსეთი), კონსტანტინე ბუდესკუ (დამაკი, საუდის არაბეთი), ალექსანდრო მიტრუცა (ალ-აჰლი, საუდის არაბეთი).
თავდამსხმელები: კლაუდიუ კეშერუ (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), დენის ალიბეკი (კაიზერი, თურქეთი).





