საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 20 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ევროპული მედიის ყურადღების ცენტრშია.
ცოტა ხნის წინ, ავტორიტეტულმა რუსულმა სააგენტო „სპორტ-ეკსპრესმა“ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი დააკონკრეტა.
წყაროს ინფორმაციით, როგორც ჩანს მილანს რუბინთან მოლაპარაკებებისას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და კონკრეტული თანხაც დაასახელეს.
19 მილიონი ევრო, როგორც ჩანს სწორედ ამ თანხას გადაიხდის იტალიური გრანდი ქართველ ტალანტში, რომლის ტრანსფერშიც, რუსული გამოცემების ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძეც კი ჩაერთო.





