ყაზანის რუბინის ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ხვიჩამ ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში ეკატერინბურგის ურალთან მატჩში მიიღო და შესაცვლელი გახდა მატჩში.
“ხვიჩას მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. აღდგენას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ხვიჩას ჯანმრთელობასა და მოედანზე მალე დაბრუნებას ვუსურვებთ”,- გვამცნობს ყაზანური კლუბის ოფიციალური გვერდი.
Восстановление Хвичи займет несколько недель
Во время матча против «Урала» полузащитник получил повреждение и был заменен. У Хвичи диагностировано повреждение мышц левого бедра группы хамстринг. Восстановление займёт несколько недель.
Желаем здоровья и скорейшего возвращения! pic.twitter.com/NOWL5JlfBZ
— «Рубин» Казань (@fcrk) April 21, 2021
ამ სეზონში 21 წლის ქართველმა რუსეთის ჩემპიონატში გამართულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.





