ყაზანის რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა, გუნდის ახალგაზრდა ქართველი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ განცხადება გააკეთა.
21 წლის ქართველმა ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში ეკატერინბურგის ურალთან მიიღო და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.
„მას ტრავმა აქვს, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჯერ არ გაგვიკეთებია და წინასწარი დასკვნების გაკეთება ნაადრევია.
ვფიქრობ, ხვიჩა სეზონის ბოლომდე აღარ ითამაშებს. 2-3 კვირა ფორმის აღდგენას დასჭირდება და გარისკვაც არ ღირს”, – განაცხადა საიმანოვმა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში გამართულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა. ის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ფეხბურთელია და ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრშია.





