ყაზანის რუბინის ოფიციალური გვერდის განცხადებით, ბაზაზე ბუნებრივი საფარის შეცვლა მიმდინარეობს, ამას გუნდს სახელმწიფო უფინანსებს.
კონტრაქტორმა კლუბის ბაზაზე სადრენაჟე, გათბობისა და სარწყავი სისტემა უნდა შეცვალოს. გაზონის რეკონსტრუქცია 73,34 მილიონი რუბლი დაჯდება.
ხელშეკრულება მოსკოვში მდებარე სს „სპორტიკოსთან“ გაფორმდა, რომელიც 2009 წელს დაარსდა. აპრილში რუბინმა ამ კომპანიისგან გაზონის ბალახის ნარევები 701 ათას რუბლად იყიდა.
მარტში, რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ სოცგოროდის ბაზაზე მდებარე გაზონის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის „მშვენიერი მდგომარეობიდან ზამთარში გამოვიდა”.





