36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ “იანგ ბოიზთან” მატჩში გახურებისას მოედანზე მომუშავე ქალს შემთხვევით ბურთი გაარტყა, მატჩის შემდეგ კი ვეტერანმა შემტევმა ქალს თავისის მაისური აჩუქა.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ღირსეულმა საქციელმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.
ცნობისთვის, “იანგ ბოიზმა” დრამატულ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მე-13 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლების სეზონში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.








