კრიშტიანო რონალდუ „იუვენტუსიდან“ არ მიდის. უფრო სწორად, ის ტურინული გუნდის კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვებას არ გეგმავს, შემდეგ კი წავა იქ, საიდანაც ეს დიდებული და თავბრუდამხვევი თავგადასავალი დაიწყო.
მოკლედ, პორტუგალიური მედია, კერძოდ კი სპორტული ჟურნალისტი კლაუდიო რაიმონდი დარწმუნებით იუწყება, რომ რონალდუ არც მადრიდის „რეალში“ ან „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდება, რადგან ამ ორ გრანდს ფინანსური კრიზისი აქვთ და პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის სოლიდური ხელფასის გადახდას ვერ შეძლებენ.
ამიტომაც, კრიშტიანო რონალდუმ მიიღო გადაწყვეტილება კარიერა სამშობლოში, კერძოს ლისაბონის „სპორტინგში“ დაასრულოს.
„რონალდუ უკვე ჩამოყალიბდა თუ როგორი იქნება მისი მომავალი ფეხბურთში. ის „იუვენტუსში“ კონტრაქტის ამოწურვამე დარჩება, შემდეგ კი ორი წელი „სპორტინგში“ ითამაშებს და კარიერასაც იქ დაასრულებს“ – ამბობს პორტუგალიელი ჟურნალისტი.
კრიშტიანო რონალდუს „იუვენტუსთან“ ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. ტურინულ გრანდთან ერთად მან ორ-ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი.





