კატალონიის „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს პრესკონფერენციაზე ინციდენტი შეემთხვა.
„სევილიასთან“ მატჩის წინ გამართულ ბრიფინგზე ნიდერლანდელ სპეციალისტს მოულოდნელად ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ამის გამო, კუმანმა პრესკონფერენციის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ნაადრევად შეწყვიტა.
მოგვიანებით, „ბარსელონას“ პრესსამსახურმა განმარტა, რომ რონალდ კუმანი თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს, სისხლდენა კი იმ მედიკამენტებს უკავშირდება, რომელსაც კუმანი გულის პრობლემების გამო იღებს.





