ლა ლიგის მე-18 ტურში ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა ბარსელონამ, კატალონიელებმა ევროპა ლიგაზე ლოკომოტივის მძლეველი გრანადა 4:0 დაამარცხეს.
კარგი მატჩი ჩაატარა გუნდის ლიდერმა ლეო მესიმ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მორიგი ლამაზი საჯარიმო გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიელთ ნიდერლანდელმა დამრიგებელმა რონალდ კუმანმა, ლეოზე კომენტარი გააკეთა:
ბარსელონას ლეო სჭირდება თავისი მნიშვნელობის, ეფექტურობის გამო, ჩვენ ის გვჭირდება. მესი ყველანაირად ცდილობს გუნდს დაეხმაროს.
ლეო ამ ბოლოს კარგად თამაშობს და ძალიან ეფექტურია. გუნდის მსგავსად სეზონის დაწყება მასაც გაუჭირდა, მაგრამ ყოველთვის ძალიან მოტივირებული იყო.
ის ახლა უფრო მეტ გოლს იტანს, თუმცა თამაშში ყოველთვის ჩართული იყო.
შეგახსენებთ, ბარსელონას 18 ტურში 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.





