ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა უპასუხა კითხვას, გრძნობდა თუ არა ბოლო პერიოდში კლუბის მხრიდან პატივისცემასა და ნდობას.
„სეზონის ბოლო ნაწილში მე კლუბის ნდობა არ მარქვს. ჩვენ არ გვისაუბრია ჩემს მომავალზე და მესმის, რომ ეჭვი ეპარებათ შედეგების გამო. მე მესმის, რომ გამარჯვებისთვის საჭიროა ცვლილებები.
თუ მენეჯმენტი თვლის, რომ მათ სხვა მწვრთნელი ან სხვა მოთამაშეები სჭირდებათ, ეს კარგია, მაგრამ ამის შესახებ საჭიროა კომუნიკაცია.
ვფიქრობ, მათ მწვრთნელისა და ფეხბურთელების მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ. ჩვენ ამგვარ მოპყრობას არ ვიმსახურებთ. ბევრი რამ სხვანაირად უნდა გაკეთდეს,”- თქვა კუმანმა.








