„ინტერის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ 2020 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საუბარია, წლეულს უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე.’17 წლის ბეგიელმა ფორვარდმა ჯამში 16 გოლს მოუყარა თავი.
რომელუ ლუკაკუმ, ფინალის ჩათვლით ევროპა ლიგის წინა გათამაშების პლეიოფოს ყველა მატჩში გაიტანა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ლუკაკუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, გერმანული „მიუნხენგლადბახი“ ორივე დაპირისპირებაში დაამწუხრა, ბელგიის ეროვნულ ნაკრებში კი 5 გოლი შეაგდო.
მეორე ადგილზე 14 გოლით ერლინგ ჰოლანდია. დორტმუნდის „ბორუსიას“ ნორვეგიელმა ტალანტმა ჩემპიონთა ლიგაზე 6 გოლი გაიტანა და ამდენივე მიაყოლა ერთა ლიგაზე ნაკრებში. ამ მაჩვენებლით ჰოლანდი წლევანდელი ერთა ლიგის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მესამეზე კი ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი ედვარდ ნკეტია გავიდა. ინგლისელმა ფორვარდმა 13 გოლი გაიტანა.





