რომან დოლიძე UFC-ში მომდევნო ორთაბრძოლას 5 ივნისს გამართავს. 32 წლის ქართველი მებრძოლის მეტოქე იტალიელი ალესიო დი ჩირიკო იქნება.
დი ჩირიკო 31 წლისაა და უმაღლეს საბრძოლო ლიგაში 9 ბრძოლა აქვს გამართული, სადაც მხოლოდ 4-ჯერ მოახერხა გამარჯვება. უკანასკნელი ორთაბრძოლა მანდ 16 იანვარს, ჰოაკინ ბაკლისთან გამართა და მეტოქე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
რაც შეეხება რომან დოლიძეს, ჩვენებურმა ბოლოს 21 მარტს, ამერიკელ ტრევინ ჯაილსთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხა. 32 წლის მებრძოლს UFC-ში 3 ბრძოლა აქვს გამართული და ორ შემთხვევაში გამარჯვება მოახერხა.





