რომან დოლიძემ, საშუალო წონით კატეგორიაში, UFC-ში თავისი მეოთხე ბრძოლა გამართა. დოლიძემ ლაურეანო სტაროპოლი დაამარცხა.
რომანს არგენტინელი მეტოქის დასამარცხებლად, სამივე რაუნდის ჩატარება დასჭირდა და საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვებაც სწორედ მას დარჩა.
ყველაზე დიდ უპირატესობას დოლიძე პირველ რაუნდში ფლობდა, სადაც მეტოქე თითქმის გალიის კიდესთან ჰყავდა მიმწყვდეული და ზურგზე შემოხვეული, შებოჭილ სტაროპოლის ოქტაგონის წრეზე ატარებდა.
მეორე და მესამე რაუნდიც, მსგავსი სცენარით წარიმართა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შებოჭილი მეტოქე თავის დაძვრენას უფრო ხშირად ახერხებდა. საბოლოოდ კი, დოლიძემ ბოლო განცდილი მარცხის შემდეგ, მოგების გემო გაიხსენა და UFC-ში თავისი მესამე გამარჯვებაც მოიპოვა.





