საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე იმყოფებოდა, სადაც ბალახის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
ჰიბრიდული მინდვრის მოწყობის პროექტი სტადიონის მშენებელმა კომპანია „ანაგმა“ საკუთარი სახსრებით შეასრულა. ჰიბრიდული მინდორი მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა კომპანია „SISPICHES“-მა მოაწყო, რომელსაც ჰიბრიდული საფარით მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის, ბარსელონას „კამპ ნოუს“ და მილანის „სან სიროს“ სტადიონები.
მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს.





