როგორც ვიცით, გუშინ ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი ოფიციალურად მიიღო. ამასთან დაკავშირებით, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა წიტაიშვილს სიმბოლურად საქართველოს ნაკრების მაისურიც გადასცა.
ფაქტს უმალ მოყვა შეფასება უკრაინულ მედიაში და ერთ-ერთმა ავოტირეტულმა სააგენტო SPORT.UA-მ წიტაიშვილის არჩევანს სტატიაც მიუძღვნა.
„კიევის „დინამოს“ ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება ოჯახური გარემოებების გამო მიიღო.
ასე სურდა წიტაიშვილის გარდაცვლილ ბაბუას, რომელიც ფეხბურთელს მისი დაკრძალვის შემდგომ შეატყობინეს.
2019 წელს გიორგი წიტაიშვილმა უკრაინის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო“, – წერს სააგენტო.





