გრაცის “შტურმის” ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი შესაძლოა მალე დაბრუნდეს. ავსტრიულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას მძიმე ოპერაციის შემდეგ, დიდხნიანი სარეაბილიტაციო კურსების გავლა დასჭირდა. კიტეიშვილი ახლა სათადარიგო მოედანზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს და სულ მალე გუნდსაც შეუერთდება.
ქართველმა ნახევარმცველმა კოჭის მძიმე ტრავმა 30 სექტემბერს მიიღო, როდესაც “შტურმი” ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში პსვ ეინდჰოვენს ხვდებოდა.
ოთარ კიტეიშვილმა გასულ სეზონში გრაცის “შტურმის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად, 14 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.
გრაცის “შტურმი” ავსტრიის ჩემპიონატში 36 ქულით მეორე ადგილზე არიან და მხოლოდ “ზალსბურგს” ჩამორჩებიან.








