გრაცის “შტურმს” კრიზისი აქვს, გუნდი ავსტრიის ჩემპიონატში ქულების დაკარგვას განაგრძობს. ადგილობრივმა სპორტულმა გამოცემა Skysportaustria-მა კლუბის წარუმატებელი თამაში სწორედ ქართველი ათიანის არყოფნას დაუკავშირა.
“შტურმის ჩავარდნა შესაძლოა მძიმე კალენდარსაც უკავშირდებოდეს, თუმცა, ჩვენი აზრით ნამდვილი მიზეზი ოთარ კიტეიშვილია, რომლის არყოფნაშიც გუნდმა 10 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო. ოთარი შეტევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი არყოფნა, რომ ძალიან აზარალებდა კლუბს ეს თავიდანვე ნათელი იყო” – წერს ავსტრიული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა 30 სექტემბერს ნიდერლანდურ პსვ-სთან მატჩში მიიღო და მინდორი 82-ე წუთზე დატოვა.
ოთარს მარჯვენა ფეხის კოჭის მყესი ჰქონდა გაწყვეტილი და 2021 წელს მოედანზე ვეღარ გავა.