ინგლისურმა კლუბმა, “ბულ ინ ბარნ იუნაიტედმა” იანვრის ბოლოს eBay-ს კონკურსის საოცნებო ტრანსფერში გაიმარჯვა და რობერტო კარლოსი ერთი მატჩით იყიდა.
ბრაზილიელმა ლეგენდამ სამოყვარულო ლიგაში 4 მარტს ითამაშა და პენალტი გაიტანა. ის მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და რამდენიმე ლამაზი მომენტიც შექმნა.
ცნობისთვის, რობერტო კარლოსი სხვადასხვა დროს, “სან-პაულუში”, “ატლეტიკო მინეიროში”, “პალმეირასში”, მილანის “ინტერში”, მადრიდის “რეალში”, თურქულ “ფენერბახჩეში” და “კორინთიანსიში” გამოდიოდა.
მან 1992–2006 წლებში, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 125 მატჩი ითამაშა და 11 გოლი გაიტანა.








