მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა და პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა, რობერტ ლევანდოვსკიმ სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომზე განცხადება გაავრცელა:
“ყველაფერი, რაც სპორტში ლამაზია, ეწინააღმდეგება იმას, რასაც ომი მოაქვს. ყველა ადამიანისთვის, ვინც აფასებს თავისუფლებას და მშვიდობას, ეს არის სოლიდარობის დრო უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მსხვერპლებთან.
როგორც ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჩემს თანაგუნდელებს დაველაპარაკები რუსეთთან მატჩზე, რათა ამ საკითხზე საერთო პოზიცია შევიმუშაო და რაც შეიძლება მალე წარვუდგინო პოლონეთის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტს.” – განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.
— Robert Lewandowski (@lewy_official) February 25, 2022








