მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის (The Best-2020) პრიზის მოგებაზე ისაუბრა და გასული წლის საუკეთესო მომენტად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება დაასახელა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ჯილდო მივიღე და ამით ვამაყობ . მე მჯერა, რომ ინდივიდუალური პრიზები მთლიან გუნდს ეკუთვნის. ჩემი აზრით, საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილ ჯილდოს ჰანსი ფლიკი იმსახურებდა. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ წინსვლა და კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მივაღწიოთ.
რა თქმა უნდა, გასული სეზონის საუკეთესო მომენტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება იყო. თუ მთელ სეზონს ავიღებთ, მაშინ საუკეთესო ცრვენა ზვეზდასთან მატჩი იყო, სადახ ოთხო გოლი გავიტანე, ასევე შემიძლია შალკესთან ჰეთ-თრიქის გახსენებაც. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი განსაკუთრებული მომენტია”, – განაცხადა პოლონელმა სუპერვარსკვლავმა.





