27 წლის რეზი ჩიტეიშვილმა გორის “დილასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფრომაციას გორული გუნდი სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გამოცდილმა ფეხბურთელმა გორულ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ჩიტეიშვილი ანდრეი დემჩენკოს გუნდს 2020 წელს შეუერთდა, მას შემდეგ 27 წლის ფეხბურთელმა 39 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რეზი ჩიტეიშვილს სხვადასხვა დროს საჩხერის “ჩიხურასა” და თბილისის “ლოკომოტივში” უთამაშია.







