ევროპის სუპერლიგის შექმნა და მყისვე შეჩერება კიდევ დიდხანს იქნება მსჯელობის საგანი. ეს ამბავი ჯერ კიდევ ცხელია და ფეხბურთის სპეციალისტებიც თავის აზრს გამოთქვამენ.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „ტაიმაუტში“ რევაზ არველაძემ სუპერლიგასთან დაკავშირებით თავისი შეფასებები გააკეთა.
უეფა ხომ მუდამ პოლიციელის როლში ვერ იქნება? ეს ორგანიზაცია შეეცდება სამომავლოდ თავის პრიორიტეტებს და სტრატეგიულ გეგმებს გადახედოს.
G14-ის პროექტი ხომ ყველას გვახსოვს? ეს დაემთხვა პლატინის უეფაში გაპრეზიდენტებას. ის პროექტი სტრუქტურულად სხვანაირად იყო დალაგებული, მაგრამ მაინც ვერ განხორციელდა. უეფამ დიდი სკანდალის გარეშე, ასე ვთქვათ ტკბილი ენით უმტკივნეულოდ შეაჩერა.
სუპერლიგას თუ უწერია დღის სინათლის ნახვა, ის საფეხბურთო იურისდიქციიდან ვერ გავა. გაჭრილად რაც დღეს შემიძლია ვთქვათ არის ის, რომ ეს წამოწყება მოუმზადებელი იყო. გულშემატკივარიც ხომ არ უნდა დავივიწყოთ, რომელიც ამ ყველაფერს ძალიან ცუდად იღებს. ფაქტია, რომ სუპერლიგის პროექტი სუფთა კომერციულია. ფეხბურთს რაღაც საზღვრებში აქცევდნენ, რასაც გულშემატკივარი არ შეეგუებოდა“ – აღნიშნა რევაზ არველაძემ.





