მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე ბევრი აღარ დარჩა. სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატები დასკვნით ფაზაშია და ასეა იტალიაშიც.
სერია ა-ში „იუვენტუსის“ ბატონობა დასრულდა და ჩემპიონი „ინტერი“ გახდა. ეგ კი არა, „ბებერი ქალბატონი“ ისეთ კრიზისშია შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საგზურიც სანატრელი გაუხდეს.
ამასობაში, ევროპის სუპერლიგის ამბავი, რომელიც თითქოს ყველას მიავიწყდა, ისევ აქტუალურია. ყოველშემთხვევაში 3 გუნდისთვის მაინც. „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ პროექტის დატოვებას ჯიუტად არ აპირებენ.
უეფამ არაერთხელ განაცხადა, რომ ურჩი გუნდები სათანადოდ დაისჯებია. ეს ალბათ ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთა იქნება, თუმცა თავისხმრივ სანქციების გატარებას გეგმავს იტალიის ფეხბურთის ფედერაციაც. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ თუ „იუვენტუსი“ ევროპის სუპერლიგას არ დატოვებს, მომდევნო სეზონიდან სერია ა-ში ვერ იასპარეზებს.
„წესებში გამონაკლისი არ არსებობს. წესები ყველასთვის ერთია და მასთან ნებისმიერი გუნდი თანასწორი უნდა იყოს. ამიტომაც, თუ იუვენტუსი სუპერლიგას არ დატოვებს, მაშინ მომდევნო სეზონში ვერც სერია ა-ში ითამაშებს. ტურინული გუნდის ქომაგთა გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ წესებს ვერსად გავექცევით. იმედია, ეს დავა მალე მოგვარდება და იუვენტუსიც გონს მოეგება“ – ამბობს იტალიური ფეხბურთის მმართველი.





