პრემიერ ლიგის 25-ე ტურში, მერსესაიდულ დერბიში იურგენ კლოპის ლივერპული, კარლო ანჩელოდის ევერტონთან 0:2 დამარცხდა.
„ენფილდზე“ გამარჯვებებით „ლურჯები“ განებივრებული ნამდვილად არ არის. გუშინდელი გამარჯვება „ირისებისთვის“ მთავარი კონკურენტის საშინაო არენაზე 1999 წლის შემდეგ პირველი აღმოჩნდა.
გარდა ამისა, „წითლებმა“ თანაქალაქელებთან 23 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს. ერთ კონკრეტულ გუნდთან ასეთი წაუგებელი სერია ლივერპულს არასდროს ჰქონიათ.
23 მატჩიდან 12 ფრედ დასრულდა, 11 კი ლივერპულმა მოიგო და როგორც იქნა, 24-ე მატჩში გამარჯვების მოპოვება ევერტონმა მოახერხა.
იურგენ კლოპის გუნდმა ამ შეხვედრაში, კიდევ ერთი კატასტროფული შედეგი დააფიქსირა. ლივერპულს ინგლისში უკვე ზედიზედ 4 საშინაო წაგება აქვს, რაც 98 წლის შემდეგ, პირველად მოხდა. მსგავსი ცუდი სტატისტიკა გუნდს შორეულ 1923 წლის დეკემბერში ჰქონდა.






