უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იესპერ მელერმა CBS Sports-სთან ისაუბრა. მისი თქმით „სუპერ ლიგის“ დამფუძნებელი გუნდები რეალი, მანჩესტერ სიტი და ჩელსი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
„ეს გუნდები ორგანიზაციიდან სავარაუდოდ პარასკევს წავლენ, სწორედ ამის შემდეგ გადავწყვეტთ, ჩემპიონთა ლიგა როგორ დავასრულოთ.
აღნიშნულ დღეს, აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება და ვფიქრობ, რომ 12-ივე კლუბს გარიცხავენ“, – განაცხადა მელერმა.
საინტერესოა რას მოიფიქრებს უეფა, რადგან აღნიშნული სამი გუნდის მოკვეთით, ევროპის ამ დრომდე ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მხოლოდ ფრანგული პსჟ-ს ამარა დარჩება.





