ახლახანს პარიზში რაგბი ევროპის რიგით 103-ე ყოველწლიური სხდომა გაიმართა.პოლონეთის რაგბის კავშირი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რაგბი ევროპის 2022 წლის ტურნირის შემდეგ არავინ გავარდება და რანგით მეორე ტურნირიდან პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტაში დაწინაურდებიან.
ამ ცვლილებების შეტანის შემდეგ საქართველოს ნაკრებს წელიწადში რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 7 მატჩის ჩატარება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს, რუმინეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, რუსეთისა და ნიდერლანდების ნაკრებები თამაშობენ.








