27 თებერვალს, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი სარაგბო დაპირისპირება შესაძლოა არ ჩატარდეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება, მოვლენებს ნუ დავასწრებთ. შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ განცხადებას. მოცემულ სიტუციაში მგონია, რომ მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის“, – ამბობს ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის აღნიშნული მატჩი დიდ დატვირთვას ატარებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის თვალსაზრისით. გამარჯვების შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ 2023 წლის მსოფლიო თასზე თამაშს გაინაღდებენ.





