რეკლამა
Primesport.ge
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

23:51 2021/02/26
0 0
154
SHARES
855
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 32 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ოთხი თამაშისთვის მოემზადება.

„ეს შემადგენლობა ოთხივე თამაშისთვის მოიაზრება, თუმცა შესაძლოა იყოს მცირე ცვლილებები. ესპანეთთან მატჩისთვის შემოგვიერთდება მიხეილ ნარიაშვილი. წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და ვცდილობთ მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა გვყავდეს. ფრანგულ კლუბებთან მიმართებაში არის მცირე პრობლემები, არავის უნდა მოთამაშის ნაკრებში გაშვება. რადგან ოფიციალური ფანჯარაა, არავის აქვს მოთამაშის დაკავების უფლება, მაგრამ ხისტი მიდგომა სამომავლოდ ისევ ჩვენს მორაგბეებს აზარალებს და ვცდილობთ ლავირებას, რათა ეს თავიდან ავიცილოთ“ – განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატების ჯამის შედეგად, ორი მოწინავე გუნდი 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს, მესამე გუნდი კი საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფში ჩაერთვება.

ბორჯღალოსნები პირველ ოთხ შეხვედრას მარტში გამართავენ და მათგან სამს სტუმრად – 6 მარტს, საქართველოს დროით 19 საათზე პორტუგალიას ლისაბონში ვერკინებით; 14 მარტს 15:45 საათზე ესპანეთს მადრიდში ვეწვევით; 20 მარტს 15 საათზე რუსეთს კალინინგრადში ვეთამაშებით; 27, ან 28 მარტს რუმინეთს ვუმასპინძლებთ, ხოლო ტურნირის დასკვნით მატჩს 26 ან 27 ივნისს ასევე შინ, ბელგიასა და ჰოლანდიას შორის გამარჯვებულთან გავმართავთ.

თბილისის ჯგუფი „შევარდენზე“ ემზადება

საერთო შეკრების დაწყებამდე, ტრადიციულად, ადგილობრივი ჯგუფი „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და ერთი კვირაა ფიზიკური და ტექნიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობს. შეკრებაზე ჯერ არ არიან „ბათუმისა“ და „აიას“ მოთამაშეები, რომლებიც მე-10 ტურის შეხვედრას ხვალ გამართავენ და ნაკრების კანდიდატები შეკრებაზე ამის შემდეგ გამოცხადდებიან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო კვირაში მოთამაშეების ფიზიკური კონდიციები სასურველ დონეზე იყოს და ეს შეკრება ამას ემსახურება. კვირას „აიასა“ და „ბათუმის“ მორაგბეები შემოგვიერთდებიან და ორშაბათ გამთენიისას პორტუგალიაში მივემგზავრებით“ – ამბობს მაისაშვილი და განაგრძობს:

„პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ადგილზე დავრჩებით და ესპანეთთან თამაშისთვის მოვემზადებით. ესპანეთს კვირას ვეთამაშებით, რის შემდეგაც თბილისში ვბრუნდებით, ერთი სრულფასოვანი ვარჯიში გვექნება და პარასკევს კალინინგრადში მივფრინავთ, სადაც შაბათს რუსეთს შევხდებით. ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის, თუმცა ამ ეტაპზე უმჯობესია ოთხი თამაში მიყოლებით გვქონდეს, ვიდრე მოთამაშეები ერთი კვირით კლუბებში გავუშვათ და დამატებითი პრობლემები შევქმნათ“.

ოთხი უკეპო

გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი უკეპო მოთამაშეა. მათგან ორი ბურჯია – „რასინგ 92“-იდან გია ხარაიშვილი და ბოლნისის „ყოჩებიდან“ ნიკა აბულაძე. შეკრებაზე ადრეც ყოფილან, თუმცა სანაკრებო კვართით ჯერ არ უთამაშიათ „ბრივის“ მესამეხაზელ ირაკლი ცხადაძეს და „აიას“ მგეზავ გიორგი ბაბუნაშვილს.

მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ეცდება სათამაშო დრო ყველა მორაგბეს მისცეს:

„ხარაიშვილს 20-წლამდელთა ნაკრებიდან კარგად ვიცნობთ. ის ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაშია და მისი საქმეში ხილვა საინტერესო იქნება“.

„რატომღაც ისე მოხდა, რომ პირველი ნომრის პოზიციაზე დიდი სიღრმეები და არჩევანი არ გვაქვს. ნიკა აბულაძეს უკვე დიდი ხანია ვაკვირდები და ამ სეზონში მისი ყველა თამაში ვნახე. ისიც კარგ ფიზიკურ ფორმაშია, გამოირჩევა კუნთის მასით და ძალით, კარგად დგას შერკინებაში, ასევე კარგად მიაქვს ბურთი დინამიკაში და ძლიერია ბოჭვებსა და მოლში. ერთადერთი ისაა, რომ არ აქვს არანაირი საერთაშორისო გამოცდილება და ვეცდებით მას ამის შესაძლებლობა მივცეთ. ის დიდ 10-ში თავის პოზიციაზე უდაოდ საუკეთესოა, თუმცა ჩვენი ჩემპიონატისა და საერთაშორისო მატჩების ტემპი განსხვავდება და ვეცდებით ვარჯიშებზე მისი საერთო ფიზიკური კონდიციების ამოწევას“.

„ბაბუნაშვილი ნაკრებში მილტონ ჰეიგის დროსაც რამდენჯერმე გვყავდა გამოძახებული, მაგრამ ტრავმებმა თავის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცა. ის დიდ 10-ში გამორჩეული მგეზავია, ძალიან კარგ ფორმაშია და თუ საშუალება მოგვეცემა, თამაშის საშუალება აუცილებლად ექნება. წინა შეკრების შემდეგ მან ყველა იმ დავალებაზე იმუშავა, რაც მიცემული ჰქონდა და შანსს აუცილებლად იმსახურებს“.

„20-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობთ ირაკლი ცხადაძეს. ტრავმებმა ისიც გააწამა, მაგრამ ძალიან მშრომელი ბიჭია და რომელიმე თამაშში შანსი აუცილებლად ექნება“.

„პორტუგალიას შანსი არ უნდა მივცეთ“

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიას პარიზში ვეთამაშეთ და მისგან ყველაზე მეტი, 24 ქულა მივიღეთ, საბოლოოდ კი 39:24 ვიმარჯვეთ. მაისაშვილი ამბობს, რომ მომავალი თამაშისთვის გუნდი წარსულ გამოცდილებას გაითვალისწინებს:

„პორტუგალია სწრაფი გუნდია და მოწინააღმდეგის შეცდომებზე სწრაფად რეაგირებს. პარიზში გამართული თამაშის დროს ეს უშუალოდ ჩვენს თავზე გამოვცადეთ და გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. ეს კარგი გაკვეთილი იყო და ამისათვის მზად ვიქნებით. ჩვენ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო გუნდი ვართ და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“.

გაფართოებული შემადგენლობა მარტის თამაშებისთვის

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), გია ხარაიშვილი (უკეპო), გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), გიორგი ჭყოიძე (14 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), ლაშა ჯაიანი (7 კეპი), გიორგი ჯავახია (5 კეპი), დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (უკეპო), მიხეილ გაჩეჩილაძე (13 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);

ღერძი

ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა), გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (1 კეპი); თედო აბჟანდაძე (21 კეპი, 129 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა);

ხაზი: მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (8 კეპი, 30 ქულა), დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), სანდრო სვანიძე (1 კეპი), სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი (3 კეპი).

RUGBY.GE

თეგები რაგბი ევროპის ჩემპიონატისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
ირაკლი გოგვაძე

ირაკლი გოგვაძე

დაკავშირებული სიახლეები

რაგბი

კრიტიკას ვერ უძლებდა შეჯგუფებებში თამაში… იქნება ცვლილებები – ლევან მაისაშვილმა რუმინეთთან და ესპანეთთან მატჩზე ისაუბრა

16 მარტი, 2022 14:09
რაგბი

ბორჯღალოსნებმა რუმინეთი უმძიმეს ბრძოლაში, 23:26 დაამარცხეს

12 მარტი, 2022 21:25
რაგბი

ოფიციალურად: ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებენ

10 მარტი, 2022 15:12
რაგბი

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ორი დასკვნითი თამაშისთვის

4 მარტი, 2022 17:59

პოპულარული

  • მთავარი მოტივაცია მამაჩემია, მინდა მის ხსოვნას მივუძღვნა ყველაფერი – ინტერვიუ გიორგი ამოევთან

    672 გაზიარებები
    გაზიარება 269 Tweet 168
  • პეტრ იანი – შეცდომა დავუშვი და დავისაჯე

    167 გაზიარებები
    გაზიარება 67 Tweet 42
  • მატეუს კუნია კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს

    156 გაზიარებები
    გაზიარება 62 Tweet 39
  • დანი ალვეში ბარსელონაში 8-ნომრიან მაისურს მოირგებს!

    190 გაზიარებები
    გაზიარება 76 Tweet 48
  • რუმინეთისა და ესპანეთის მატჩს ქართველი არბიტრები განსჯიან

    151 გაზიარებები
    გაზიარება 60 Tweet 38

რეკომენდირებული

ფეხბურთი

მთავარი მოტივაცია მამაჩემია, მინდა მის ხსოვნას მივუძღვნა ყველაფერი – ინტერვიუ გიორგი ამოევთან

17 აგვისტო, 2021 16:29
ფეხბურთი

ევროპა ლიგის ფინალს ფინალს შესაძლოა გულშემატკივარი დაესწროს

28 აპრილი, 2021 21:53
ფეხბურთი

VIDEO | ოქრიაშვილის შედევრი და დუბლი! – ქართველმა აპოელს მოაგებინა

18 ოქტომბერი, 2021 22:05

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In