საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატში გამოარჩიეს.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში, „აპოელის“ წინააღმდეგ გატანილი გოლი ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა. აღნიშნული ბურთი ქვილითაიამ მატჩის 68-ე წუთზე შეაგდო და საკუთარი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
27 წლის ფეხბურთელს ჯილდო „ანორთოსისის“ საწვრთნელ ბაზაზე გადასცეს.
„დიდი მადლობა ყველას, ვინც მე ხმა მომცა. ძალიან კარგი გოლი გამოვიდა და რაც ყველაზე მთავარია, ეს გოლი მატჩის მოგებაში დაგვეხმარა“, – განაცხადა ქვილითაიამ პრიზის ჩაბარების შემდეგ.
„გენტიდან“ გადასვლის შემდეგ, გიორგი ქვილითაიამ „ანორთოსისში“ 7 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.








