ქუთაისის “ტორპედოს” ფინანსური პრობლემები მოგვარებულია! იმერულმა კლუბმა თავისი სოციალური ქსელის მეშვეობით ოფიციალური განცხადება გააკეთა:
დღეს საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსა“ და კომპანია „ნიუ ვიჟენს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად კომპანია „ნიუ ვიჟენი“ სპონსორობას გაუწევს „ტორპედოს“. ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინასური პრობლემები მოგვარებულია.
ქუთაისის „ტორპედოს“ სახელით დიდი მადლობას ვუხდით სპონსორობისთვის კომპანია „ნიუ ვიჟენს“
ცნობისთვის, ქუთაისურ გუნდს ფინანსური პორბლემების გამო ეროვნული ლიგის წინა მატჩში “საბურთალოს” წინააღმდეგ ახალგაზრდული გუნდის გამოყვანა მოუწია.





