ქუთაისის “ტორპედოში” საწვრთნელი პროცესი განახლდა. კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ასეთი განცხადება გამოქვეყნდა:
“ტორპედომ” “კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო. გუნდის წევრი რამდენიმე ლეგიონერი მზადების პროცესს 20 ივლისს შეუერთდება. სულ მალე იგეგმება შეკრება და რამდენიმე ამხანაგური მატჩი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ახლო მომავალში გავავრცელებთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
“ტორპედო” მარტო ქუთაისს არ ეკუთვნის! ამიტომ, იმ ხალხმა, ვისაც რაღაცის გადაწყვეტა შეუძლია და ეს საქმითაც ევალება, აღარ უნდა შეაფერხოს დაწყებული სასიკეთო პროცესი, რათა ამ პრობლემას როგორმე ეშველოს.





