საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის “ტორპედომ” Facebook-ის მეშვეობით ოფიციალური განცხადება გააკეთა:
“კომპანია New Vision University – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ქუთაისის ,,ტორპედოს“ 100%_იანი წილის მფლობელი გახდა.
ქუთაისის ,,ტორპედოს“ ახალი გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი მჭედლიძე იქნება.
ქუთაისის ,,ტორპედოს“ შეძენის უმთავრესი მიზანი ,,ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ განცხადებით როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობაა. საუნივერსიტეტო და საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება კი, სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება.
სხვა სიახლეებს ეტაპობრივათ გაეცნობით ჩვენი სოციალური ქსელის მეშვეობით.”
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ იმერული კლუბი ორი დღის წინ შეიძინა.





