ქუთაისის ტორპედომ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ფლეი-აუთის საპასუხო შეხვედრაში ქუთათურებმა საკუთარ მოედანზე გაგრა მიიღეს და ფრედ, 1:1 ითამაშეს.
პირველი შეხვედრა ტორპედომ სტუმრად 0:2 მოიგო, საბოლოოდ კი ორი მატჩის ჯამში 3:1 გაიმარჯვეს, რითაც, მომდევნო სეზონში უმაღლეს ჩემპიონატში თამაშის უფლება მოიპოვეს.
დღევანდელ შეხვედრაში პირველი გოლი 30-ე წუთზე ქუთაისელებმა გაიტანეს. თავი გიორგი ფანცულაიამ გამოიჩინა. მეორე ნახევრის 76-ე წუთზე კი გაგრას ფეხბურთელემა თორნიკე მაქაცარიას გოლით წონასწორობა აღადგინეს, თუმცა წარმატებისთვის მათ კიდევ ორი გოლის გატანა სჭირდებოდათ.
ტორპედოს გარდა ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა წყალტუბოს სამგურალმაც, რომელმაც საჩხერის ჩიხურა ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა.








