ქუთაისის “ტორპედო” ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის ძლიერდება და კლუბში გამოცდილ ფეხბურთელებს იმატებს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ტორპედოში” გიორგი ქიმაძე დაბრუნდება, რომელმაც “დინამო თბილისი” 3 სეზონის შემდეგ დატოვა. ცნობისთვის, ქიმაძე ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას 2015-2019 წლებში იცავდა.
ბათუმის “დინამოს” 29 წლის ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე, რომელმაც ბათუმური კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა, სავარაუდოდ “ტორპედოს” შეუერთდება.
ასევე დიდი ალბათობით ქუთაისურ კლუბში შესაძლებელია, გიორგი კუხიანიძეც დაუბრუნდეს, რომელიც ბოლოს უზბეკეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა.





