საქარათველოს ნაკრების ლეგენდარულმა 10-იანმა გიორგი ქინქლაძემ, რომელსაც წლების მანძილზე არაერთ გუნდში უთამაშია, სულ ახლახან სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა.
გიოს ვიდეო მისმა ყოფილმა გუნდმა დერბი ქაუნთიმ გამოაქვეყნა, სადაც ის გულშემატკივრებს შობა-ახალ წელს ულოცავს, ჩემპიონშიფში წარმატებულ სეზონს უსურვებს და სოც. ქსელებში დაფოლოვებისკენაც მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ დერბის შემადგენლობაში ქინქლაძემ ჯამში 93 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
გუნდს ამჟამად, დიდი ფეხბურთიდან რამდენიმე დღის წინ წასული ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა უეინ რუნი წვრთნის და საქმეები არც თუ ისე კარგად მისდით, „ცხვრები“ 19 ქულით ბოლოს წინა 23-ე ადგილზე არიან.








