მანჩესტერ “იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა. სულშერმა განაცხადა, რომ პორტუგალიელმა შესაძლოა, პრემიერლიგის მომდევნო ტურში ითამაშოს.
“რონალდუ ადრე ორივე ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ ასევე შეუძლია ცენტრფორვარდი იყოს. ჩვენ შეგვიძლია ორი ან სამი თავდამსხმელით თამაში, ასე, რომ ვნახოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან გოლები გაიტანოს. აქ ყველა ელოდა რონალდუს ტრანსფერს.
იმედი მაქვს, რომ ნიუკასლთან თამაშს შეძლებს. გვსურს, რომ ყველაფერი იყოს ორგანიზებული მისი თამაშისთვის”, – თქვა სულშერმა.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ “იუნაიტედი” 11 სექტემბერს, ოლდ ტრაფორდზე ნიუკასლ “იუნაიტედს” უმასპინძლებს.





