დანიის ნაკრების ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მსოფლიოს მოსახლეობას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:
„ყველას მოგესალმებით! დიდ მადლობას გიხდით იმ თბილი და საოცარი გამოხმაურებებისთვის, რომლებსაც მთელი მსოფლიოდან ვიღებ. ამას ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი წესრიგშია. საავადმყოფოში გამოკვლევას კიდევ ვსაჭიროებ, თუმცა, თავს კარგად ვგრძნობ. ახლა, ბიჭებსა და სრულიად დანიის ნაკრებს მომდევნო მატჩებში ვუქომაგებ. ითამაშეთ მთელი ქვეყნისთვის“, – წერს ერიქსენი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის, B ჯგუფის პირველი ტურში დანიისა და ფინეთის ნაკრებების მიმდინარეობისას კრისტიან ერიქსენ ერიკსენი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გაზონზე უგონოდ დაეცა.
ფეხბურთელს მაშინვე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ, საბოლოოდ ექიმებმა ერიკსენი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას სავარაუდოდ გულის შეტევა დაემართა.








