უეფას პრეზიდენტის ჯილდო 2021 წელს დანიის ნაკრების ნახევარმცველის, კრისტიან ერისკენის სიცოცხლის გადარჩენისთვის ექიმებს და დანიის ნაკრების კაპიტან სიმონ კიაერს გადაეცემა. უეფამ ეს ცნობა თავის ვებ გვერდზე გაავრცელა.
“წელს პრეზიდენტის ჯილდო ფეხბურთს სცდება. ეს არის მნიშვნელოვანი და მარადიული შეხსენება იმისა, თუ რამდენად ძვირფასია სიცოცხლე. ასევე ჩემი საუკეთესო სურვილებით მოვიკითხო კრისტიან ერიკსენი და მისი ოჯახი. ის აგრძელებს გამოჯანმრთელების პროცესს”, – თქვა უეფას პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს დანია-ფინეთის მატჩის დროს კრისტიან ერიკსენი მოედანზე უგონო მდგომარეობაში დაეცა. ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. სამედიცინო პერსონალამდე კრისტიანს პირველად დახმარება სიმონ კიაერმა აღმოუჩინა.





