ყაზანის “რუბინის” და საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თავის ყოფილ თანაგუნდელ ვახტანგ ჩარკვიანს ემშვიდობება. 20 წლის ფეხბურთელმა სოციალური ქსელ Instagram-ში გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა:
“ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები ჩარკვი!”
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით „ვიტ-ჯორჯიას“ 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო დაწესებულებაში 12 დღის წინ მოათავსეს. მას ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, მისი ბოლო გუნდი კი „ვიტ-ჯორჯია“ იყო





