ქართველი მოჭადრაკის, გიგა ყუფარაძის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა საჭადრაკო პლატფორმაზე Chess.com გამართული საერთაშორისო ტურნირი ბლიცში.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა დიდოსტატმა გადამწყვეტ ტურში ამერიკელი, საკმაოდ ძლიერი მოჭადრაკე, ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად გაიმართა და მასში 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის წარმომადგენლითობაზე.
ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ტურნირი საჭადრაკო პლატფორმაზე დიდი ავტორიტეტით და პოპულარობით სარგებლობს, რაზეც მონაწილეთა რაოდენობაც მეტყველებს.
გიგა ყუფარაძემ, ჩემპიონობა 10 ქულით მოიპოვა.







