უცხოური და განსაკუთრებით ინგლისური მედია უკვე რა ხანია აქტიურად წერს, რომ ჰარი კეინი „ტოტენჰემს“ აუცილებლად დატოვებს.
ინგლისის ნაკრების ფორვარდს, ლონდონურ გუნდში დარჩენის პერსპექტივა დიდად აღარ ხიბლავს და გაცილებით მეტი ამბიციები აქვს, მითუფრო რომ მომავალი სეზონიდან „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მიღმა დარჩა.
ბრიტანელი ჟურნალისტები გადაჭრით იუწყებიან, რომ ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „მანჩესტერ სიტის“ მთავარი სამიზნე სწორედ ჰარი კეინი იქნება. „ქალაქელები“ გეგმავენ ლონდონელებს სარფიანი და მიმზიდველი წინადადება გაუკეთონ.
ამასობაში, „ტოტენჰემის“ პრეზიდენტი, დენიელ ლევი კეინის უშუალო კონკურენტისთვის დათმობას არ აპირებს. ლონდონელთა პირველი პირი თავისი ერთ-ერთი ლიდერის რომელიმე ინგლისურ კლუბში გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია და მის სანაცვლოდ მინიმუმ 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს.





