იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც დიდ ბრიტანეთს კორონავირუსის პანდემიის გამო წითელ სიაში ჰყავს შეყვანილი, პრემიერლიგის კლუბები ამ ქვეყნის ფეხბურთელებს სექტემბრის საერთაშორისო მატჩებისთვის არ გაათავისუფლებენ.
“პრემიერლიგის კლუბებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთელები არ გაათავისუფლონ საერთაშორისო მატჩებისთვის, რომელიც მომდევნო თვეში წითელი სიის ქვეყნებში გაიმართება. კლუბების გადაწყვეტილება, რომელსაც პრემიერლიგა მხარს მტკიცედ უჭერს, შეეხება პრემიერლიგის 19 კლუბის თითქმის 60 ფეხბურთელს, რომებიც სექტემბრის საერთაშორისო ფანჯარაში წითელი სიის 26 ქვეყანაში უნდა გაემგზავრონ”, – ნათქვამია განცხადებაში.
დიდ ბრიტანეთს წითელ სიაში ამჟამად 26 ქვეყანა ჰყავს შეყვანილი, მათ შორის საქართველოც, თუმცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ინგლისის პრემიერლიგაში არ თამაშობენ.






